Saturday, November 6, 2010

მირზა გელოვანი


1.პროექტის სახელი_მირზა გელოვანი
2.პროექტის მიზანი_თიანეთის საამაყო შვილის ,უნიჭიერესი პოეტის, მირზა გელოვანის შემოქმედების უკეთ გაცნობა;
პოეზიისადმი ინტერესის გაღვივება.
3. პროექტის სრული აღწერა_მოსწავლეებს დაევალა მოიძიონ მირზა გელოვანის ლექსები და გაეცნონ მათ; ზეპირად შეისწავლონ რამდენიმე მათგანი;
პოეტის ცხოვრების უკეთ გაცნობის მიზნით მოეწყობა ექსკურსია დაბა თიანეთში არსებულ მირზა გელოვანის სახლ_მუზეუმში;
მოსწავლეები მოიძიებენ პოეტის ფოტოებს და მოაწყობენ ჩვენებას კომპიუტერის საშუალებით;მირზა გელოვნის ერთ_ერთი შესანიშნავი ლექსის, „ცხრაკარას“ გაცნობის შემდეგ მოაწყობენ ლაშქრობას ამ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბუნებრივია პოეტის „ნაკვალევზე სიარული“ მეტად დააახლოვებს ბავშვებს მირზა გელოვანის პოეზიასთან.
პროექტზე მუშაობის შეჯამების მიზნით სკოლაში მოეწყობა პოეზიის საღამო,სადაც მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ არამარტო მირზა გელოვანის შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს,არამედ გააცნობენ მის ბიოგრაფიასაც.
4.მონაწილეთა ასაკი_11–12 წელი;
5.პროექტის ხანგრძლივობა_1 თვე;
6.მოსალოდნელი შედეგები_მოსწავლეები გარდა იმისა რომ უკეთ გაეცნობიან მირზა გელოვანის შემოქმედებას და ზეპირად შეისწავლიანმის ლექსებს, გაუჩნდებათ მეტი ინტერესი პოეზიისადმი.ასევე მირზა გელოვანის სახლ–მუზეუმში სტუმრობის შემდეგ უკეთესად გაიცნობენ პოეტის ცხოვრებასაც;
7.სარგებელი სხვებისთვის_ამ პროექტის განხორციელების შემდეგ პროექტის შედეგებს გააცნობენ თანატოლებს,შესაბამისად მათშიც აღძრავენ პოეზიისადმი ინტერესს;
8.სამუშაო ენა_ქართული;
9.მონაწილეები სხვა სკოლიდან_
10.საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი_მშობლიური ლიტერატურა;ისტ;ისტორია;
11.ფასილიტატორი_ჯილდა კაცელაშვილი
12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა_ kacelashvili@gmail.com